ინტერრელიგიურმა სათათბირომ სამების ტაძარში მომხდართან დაკავშირებით იმსჯელა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, ინტერრელიგიური სათათბიროს მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ებრაელთა კავშირის, მუსლიმთა სამმართველოს, ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის, ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის, ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის, მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის, სახარების რწმენის ეკლესიის, ეზიდთა სასულიერო საბჭოს, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, ბაპტისტური ეკლესიების კავშირის, „ხსნის არმიის" წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძის განმარტებით, შეკრების მიზეზი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინადადება გახდა, რომელმაც სამების საკათედრო ტაძარში მომხდარ ვანდალურ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება და ფაქტის შეფასება ითხოვა.

ინტერრელიგიური სათათბიროს წევრებმა სოლიდარობა და სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს მართლმადიდებელ ეკლესიას და აღნიშნეს, რომ განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, ეკლესიის სივრცეში ვანდალური ქმედება და სიწმინდის შეურაცხყოფა მიუღებელია. მიუხედავად რელიგიებს შორის მსოფლმხედველობრივი სხვაობისა, საქართველოში მუდამ ტოლერანტული და ურთიერთპატივისცემით გამსჭვალული გარემო იყო, რომელიც უნდა შენარჩუნდეს. ინტერრელიგიური სათათბიროს წევრებმა მომხდარი ცალსახად მკრეხელობად და ვანდალიზმის აქტად შეაფასეს. მათ შორის, სხვისი ქონების დაზიანების თვალსაზრისითაც.

შეკრებილთა თქმით, თავისუფლებასა და ყველაფრის უფლებას შორის დიდი სხვაობაა და ამგვარი ფაქტები რომ არ გაგრძელდეს, რეაგირებაა საჭირო. ამავდროულად, ხაზგასმით აღინიშნა, რომ რეაგირება კანონის სრული დაცვით უნდა მოხდეს, რათა არ წახალისდნენ რადიკალური ჯგუფები, რადგან მიზანი ვანდალიზმის აღკვეთაა და არა რომელიმე ცალკეული პირის მიმართ ძალადობის წაქეზება.

შეკრების დასასრულს, ინტერრელიგიური სათათბიროს წევრებმა მიიღეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც ნათქვამია:

„ჩვენ, საქართველოში მოღვაწე რელიგიური ორგანიზაციები:

ვგმობთ ა. წ. 9 იანვარს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სამების საკათედრო ტაძარში განხორციელებულ ვანდალურ აქტს, მიგვაჩნია ის რელიგიური გრძნობების წინააღმდეგ მიმართულ ყოვლად გაუმართლებელ, მიუღებელ და შეურაცხმყოფელ ქმედებად. მსგავსი ინციდენტი აღარ უნდა განმეორდეს საქართველოში არც ერთი რელიგიური მიმდინარეობისა თუ აღმსარებლობის მიმართ.

საქართველო ყოველთვის იყო და დარჩება, როგორც რელიგიათა შორის მშვიდობიანი თანაარსებობისა და ტოლერანტობის, ასევე, თავად რელიგიური გრძნობების პატივისცემისა და დაცვის სიმბოლოდ”, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია;

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო;

სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქია;

ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია;

საქართველოს ებრაელთა კავშირი;

საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირი

საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია;

საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია;

საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია;

საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭო;

საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციის „ხსნის არმია" წარმომადგენლობა საქართველოში;

საქართველოს მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესია.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს
„ბიბლუსში“ სასკოლო სამზადისი დაიწყო - ყველაფერი ყველასთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით