იუსტიციის მინისტრმა საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელა

რატი ბრეგაძემ და იესპერ მოლერმა საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით გატარებული რეფორმები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა აღნიშნეს, რომ იუსტიციის სამინისტროსა და UNICEF-ის წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, დღეს საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მხოლოდ 54 არასრულწლოვანი იხდის სასჯელს, 2012 წელამდე კი, მათი რაოდენობა 200-ს აჭარბებდა.

„საუბარი შეეხო, აგრეთვე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმას, განრიდებისა და მედიაციის პროგრამებს, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის საქმიანობას, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების უფლებების დაცვას და სხვა საკითხებს.

იუსტიციის მინისტრმა UNICEF-ის წარმომადგენელს ინფორმაცია მიაწოდა ახალგაზრდა მსჯავრდებულთა უფლებრივ საკითხებზე, მათ შორის, განათლების ხელმისაწვდომობაზე, რასაც, სხვებს შორის, ინოვაციური პროექტი „ციფრული უნივერსიტეტი" უზრუნველყოფს; ასევე, რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამების შესახებ პენიტენციურ დაწესებულებებში.

რატი ბრეგაძემ იესპერ მოლერს ბავშვთა უფლებების საკითხებზე ერთობლივი ტრენინგების ორგანიზება შესთავაზა.

შეხვედრას ესწრებოდა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

კახა გოგოლაშვილი - თუ საქართველოს მოსახლეობა შეეგუება აზრს და დაიჯერებს, რომ ჩვენ ევროკავშირში არაფერი გვესაქმება, მაშინ ევროკავშირიც შეცვლის თავის პოლიტიკას საქართველოს მიმართ
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს
„გალფის“ ქსელში ჩამსხმელი ოპერატორის სრულ სერვისს, QR თვითმომსახურების სერვისიც დაემატა
Solo-სა და Hyundai-ის ერთობლივი შეთავაზება - შეიძინეთ სასურველი ჰიუნდაი „საქართველოს ბანკის“ 0%-იანი ავტოგანვადებით