გივი მიქანაძე სომხეთის ელჩს  შეხვდა

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან აშოტ სმბატიანთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული კეთილმეზობლური და პარტნიორული ურთიერთობები აღნიშნეს.

„გივი მიქანაძემ საქართველოსა და სომხეთს შორის საპარლამენტო დიპლომატიის განვითარების მიზნით ელჩს ერთობლივი საკომიტეტო სხდომის გამართვასთან დაკავშირებული ინიციატივა გააცნო.

კომიტეტის თავმჯდომარემ ორ ქვეყანას შორის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისა და განვითარების მიზნით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის სომხეთში ვიზიტთან დაკავშირებით სურვილი გამოთქვა.

მხარეებმა ევროკავშირის პროგრამის „ჰორიზონტი ევროპა" (Horizon Europe), ფარგლებში თანამშრომლობის განვითარებაზე იმსჯელეს.

სომხეთის ელჩი მიესალმა კომიტეტის თავმჯდომარის ინიციატივებს. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებებზე და ხაზი გაუსვა საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობების განვითარების კუთხით ახალგაზრდების კავშირის მნიშვნელობას. ელჩის მხრიდან გამოითქვა სომეხი და ქართველი ახალგაზრდების მონაწილეობით ერთობლივი ფორუმებისა და ბანაკების ორგანიზების ინიციატივა”, - ნათქვამია ინფორმაციაშია.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე