ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი კავლელაშვილს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება

ვარკეთილში, ცოლის, ქეთევან ედიბერიძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი კავლელაშვილს ფსიქიატრიული ექსპერტიზისთვის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფსიქიატრიული ექსპერტიზის დაწესებულებაში გადაიყვანენ.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულის ადვოკატმა გიორგი მდინარაძემ განუცხადა.

ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნის შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. აღნიშნულ შუამდგომლობას დაეთანხმა მათ შორის, ბრალდებულიც. მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

გიორგი კავლელაშვილი ახლა გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაშია მოთავსებული, ის „ნიუ ჰოსპიტალსიდან“ გამოწერის შემდეგ იქ გადაიყვანეს.

თუ როდის მოთავსდება ბრალდებული ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩასატარებლად შესაბამის დაწესებულებაში, ეს უცნობია. სწორედ, აღნიშნულმა ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, იყო თუ არა გიორგი კავლელაშვილი შესაძლო დანაშაულის ჩადენის მომენტში შერაცხადი.

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, ვარკეთილში, გიორგი კავლელაშვილმა ცოლი, ქეთევან ედიბერიძე მოკლა. ბრალდებულმა მეუღლეს დანით, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე