სახალხო დამცველი ოფიციალურ ვიზიტის ფარგლებში ანკარაში შეხვედრებს განაგრძობს

ანკარაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი თურქეთის მთავარ ომბუდსმენს შერეფ მალკოჩს და ომბუდსმენებს შეხვდა.

როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქეთის ომბუდსმენის ინსტიტუტებს შორის გაფორმებულ მემორანდუმზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

მათივე ცნობით, შერეფ მალკოჩმა სახალხო დამცველს თურქეთის ომბუდსმენის ინსტიტუტის სტრუქტურა და საქმეების შესწავლის წესი გააცნო.

„თურქეთის ადამიანის უფლებათა და თანასწორობის ინსტიტუტის ხელმძღვანელთან მუჰარემ კილიჩთან გამართულ შეხვედრაზე ინსტიტუტის მანდატზე, თურქეთის პრევენციის ეროვნული მექანიზმისა და ანტიდისკრიმინაციული მექანიზმის მუშაობის საკითხებზე, საგანმანათლებლო, კვლევითი და ცნობიერების ამაღლების აქტივობებზე ისაუბრეს. ლევან იოსელიანმა საქართველოს ანტიდისკრიმინაციული მექანიზმისა და პრევენციის ეროვნული მექანიზმის საუკეთესო პრაქტიკა მიმოიხილა. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობას ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მზად არის თურქ კოლეგებს, თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის ფარგლებში, აპარატის მრავალწლიანი გამოცდილება გაუზიაროს.

ვიზიტის ფარგლებში სახალხო დამცველი თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს გიორგი ჯანჯღავას შეხვდა და თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვის მდგომარეობაზე მიიღო ინფორმაცია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა