ინდურმა გამოცემამ  Deccan Herald-მ საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატია გამოაქვეყნა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით საქართველოში პოპულარული ინდური გამოცემის Deccan Herald ჟურნალისტმა კალპანა სანდერმა იმოგზაურა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჟურნალისტმა საქართველოს ტურისტული პოტენციალის, კულტურისა და კულინარიის შესახებ რამდენიმე სტატია მოამზადა.

„ჩაყვინთეთ საქართველოს დედაქალაქის სპა კულტურაში და თქვენ ტკივილებს მოიშორებთ. ნარიყალას ქვეშ მდებარე აბანოთუბანში ჰაერი ლაყე კვერცხის სუნითაა გაჯერებული, ბევრმა არ იცის თბილისის გოგირდის წყლების არსებობის შესახებ, რომელიც მიწისქვეშ მოედინება. სწორედ, თერმული წყაროების არსებობის მიზეზით დაარსდა თბილისი. გეოთერმული წყაროები საქართველოს დედაქალაქის კულტურისა და იდენტობის სანუკვარ ნაწილად იქცა. ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე თბილისის გოგირდის წყაროები ქალაქის კულტურაში, მუსიკასა და პოეზიაში აისახა“,- წერს Deccan Herald-ის ჟურნალისტი და დეტალურად აღწერს თბილისის ისტორიას, ქალაქის უძველესს უბნებს, აბანოებსა და თბილისის ბალნეოლოგიურ სპა კურორტს, რომელსაც ცნობილი ადამიანები, მათ შორის, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ინდირა განდი სტუმრობდა.

https://www.newindianexpress.com/lifestyle/travel/2024/Jan/13/toasty-warm-in-tbilisi-2650136.html

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება