აზერბაიჯანის მილი მეჯლისი მთავრობას საფრანგეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს

აზერბაიჯანის მილი მეჯლისის საერთაშორისო ურთიერთობათა და საპარლამენტთაშორისო კომიტეტი ქვეყნის მთავრობას საფრანგეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.

„ამასთან, აზერბაიჯანში ფრანგი ჩინოვნიკების ნებისმიერი ქონება უნდა გაიყინოს. საფრანგეთთან ეკონომიკური ურთიერთობა უნდა შეწყდეს. ყველა ფრანგული კომპანია, მათ შორის Total, უნდა განიდევნოს აზერბაიჯანიდან. ფრანგულ კომპანიებს სამთავრობო პროექტებში მონაწილეობა უნდა აეკრძალოს. დაევალოს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს, გადადგას ნაბიჯები კანაკის, მაოჰი ნუის და კორსიკის დამოუკიდებლობის აღიარებისთვის“, - ნათქვამია მილი მეჯლისის განცხადებაში.

ცნობისთვის, საფრანგეთის სენატმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციების შემოღების მოთხოვნით რეზოლუცია მიიღო. „მოვუწოდებთ მთავრობას, ევროპელ პარტნიორებთან ერთად, მიიღოს ყველა დიპლომატიური ზომა აზერბაიჯანის წინააღმდეგ სომხეთის წინააღმდეგ აგრესიული ქმედებების გამო“, - ნათქვამია დოკუმენტში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე