ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწე - ალიანსს რუსული აგრესიისგან თავის დაცვა სრულად შეუძლია

ნატო-ს რუსული აგრესიისგან თავის დაცვა სრულად შეუძლია, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ პოლიტიკურ და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ბორის რუგემ განაცხადა.

„ბოლო ათი წლის განმავლობაში, ჩვენ რუსეთის უკეთ შეკავებაზე ვმუშაობთ და საჭიროების შემთხვევაში, რუსეთის ნებისმიერი ტიპის აგრესიისგან დავიცავთ თავს“, - განაცხადა ბორის რუგემ.

ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ აღნიშნა, რომ რუსეთი ახლა ალიანსისთვის ნომერ პირველ საფრთხეს წარმოადგენს და ნატო-ს შეკავებისა და თავდაცვისთვის მთელი რიგი სამხედრო გეგმები აქვს.

„საბოლოოდ, ნატო, რომელსაც მალე 32 წევრი ეყოლება, არის ძალიან ძლიერი ალიანსი. ჩვენ ძალიან ძლიერი ეკონომიკა და მოწინავე ტექნოლოგიები გვაქვს. ჩვენ რუსული აგრესიისგან თავის დაცვა სრულად შეგვიძლია“, - აღნიშნა ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე