სერგეი ლავროვი - დასავლეთი ყველაფერს აკეთებს უკრაინის კრიზისის ესკალაციისთვის

უკრაინისთვის ყირიმსა და რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების განხორციელებისკენ ბიძგება იმაზე მეტყველებს, რომ დასავლეთს კონფლიქტის კონსტრუქციული გადაწყვეტა არ სურს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„შორი დისტანციის იარაღის გამოყენება ყირიმზე დასარტყმელად, იმ მიზნით, რომ ის საცხოვრებლად გამოუსადეგარი გახდეს, ასევე დარტყმები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის სიღრმეში და არა მხოლოდ წაქეზება, არამედ შესაბამისი იარაღის გადაცემა, მეტყველებს იმაზე, რომ დასავლეთს არ სურს რაიმე კონსტრუქციული გადაწყვეტა, რომელიც რუსეთის ფედერაციის ლეგიტიმურ შეშფოთებას გაითვალისწინებდა“, - განაცხადა მინისტრმა პრესკონფერენციაზე, რომელზედაც გასული წლის შედეგები შეაჯამა.

„დასავლეთი ყველაფერს აკეთებს უკრაინის კრიზისის ესკალაციისთვის; ეს ახლა დამატებით სტრატეგიულ რისკებს ქმნის“, - აღნიშნა ლავროვმა.

მისი თქმით, დასავლეთი არ არის დაინტერესებული რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებით და ვაშინგტონი ბრძანებებს გასცემს.

„2022 წლის აპრილში დასავლეთმა უკრაინას აუკრძალა ხელშეკრულებების ხელმოწერა, ასევე დასავლეთი ახლაც არაა დაინტერესებული მოლაპარაკებების დაწყებით. ბრძანებას ვაშინგტონი გასცემს“, - აღნიშნა ლავროვმა.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა