აითაჯ შახმაროვას დედა მკვლელობაში ბრალდებულის დას - სიმართლე თქვას, თქვას, რომ დამნაშავე მისი ძმა არის

სიმართლე თქვას. თქვას, რომ დამნაშავე მისი ძმა არის, - ამ სიტყვებით მიმართა 14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულების ბრალდებით დაკავებულმა არასრულწლოვნის დედამ ეგანა მაგარამოვამ მკვლელობაში ბრალდებულის დას, სოილ სადიკოვას.

სადიკოვა ამ წუთებში, რუსთავის საქალაქო სასამართლოში აძლევს ჩვენებას.

პროცესის დაწყებამდე მოსამართლე მაია შოშიაშვილს მოწმისა და მოკლული გოგონას დედის დამშვიდება არაერთხელ მოუწია.

შოშიაშვილმა აითაჯ შახმაროვას დედას განუმარტა, რომ მისი ემოციების ესმის, თუმცა, ეს ემოციები მოწმეზე ზემოქმედებას ახდენდა. სიტუაციის განმუხტვის შემდეგ, პროცესი მოწმის დაკითხვით დაიწყო.

„ჩემმა ძმამ ალიმ სადიკოვმა მითხრა, ერთი გოგო მომწონსო, ნიშნობისთვის რაც საჭიროა, ვიყიდოთ, დავნიშნოთო. ნიშნობაზე ჩვენი ოჯახი - ჩემი და, ბიძაჩემი, მამაჩემი წავედით. წინასწარ მოვილაპარაკეთ, აითაჯი 18 წლის რომ გახდებოდა, დაქორწინდებოდნენ. აითაჯი პირველად იქ ვნახე",- განაცხადა მკვლელობაში ბრალდებულის დამ.

პროკურორის კითხვაზე, აითაჯი ნიშნობაზე იყო თუ არა თანახმა, ვინ საუბრობდა, მოწმემ განაცხადა, რომ „გოგოს და მათი მხარე".

„მითხრეს, შენი ძმა და საცოლე არიან სტუმრად მოსულიო. სახლში რომ მივედი, აითაჯი არ დამხვდა, ჩემზე ცუდად იმოქმედა. ჩემი ძმა არაფერს ამბობდა. მერე გავიგეთ, რომ აითაჯი ბადიაურში, დედასთან იყო, ვისგან გავიგე არ მახსოვს. აითაჯთან წავედით",- განაცხადა სოილ სადიკოვამ.

მოწმის თქმით, აითაჯი დედის მითითებით ჩაჯდა მათ მანქანაში და ბიძის სახლში წამოიყვანეს. პროკურორის კითხვაზე, აითაჯს ხომ არ უთქვამს, რომ წასვლა არ უნდოდა, მოწმემ უარყოფითი პასუხი გასცა.

„ეგანა(დედა) ტელეფონით საუბრობდა, თავის ძმასთან. მანქანა გაჩერებული იყო, ტაქსით იყო. მერე ეგანამ მითხრა, რომ მისი ძმა მოდიოდა და ალიმის ბიძის სახლში წავსულიყავით. აითაჯი ავტომობილში იჯდა, დედის მითითებით, გადმოვიდა ტაქსიდან და ორივე ჩვენს მანქანაში გადმოსხდნენ. აითაჯს არაფერი უთქვამს. ეგანა და აითაჯი ბიძაჩემის სახლთან გადავიდნენ. მე სახლში წამოვედი“, - განაცხადა მოწმემ.

სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას მოსამართლე მაია შოშიაშვილმა აითაჯ შახმაროვას დედა რამდენჯერმე გააფრთხილა და ემოციების შეკავებისკენ მოუწოდა.

მოსამართლემ განაცხადა, რომ მას აღნიშნული პირების ემოციების ესმის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს უსასრულო რეჟიმში უნდა გაგრძელდეს და პროცესები ვერ ჩატარდეს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია