ირაკლი ქადაგიშვილი დავოსის ფორუმზე - როცა ეკონომიკაზეა საუბარი, იქ ლაპარაკობ ეკონომიკაზე - რუსეთზე, აგრესიაზე და ოკუპაციაზე ყველაფერი ნათქვამი გვაქვს

როცა ეკონომიკაზეა საუბარი, იქ ლაპარაკობ ეკონომიკაზე - რუსეთზე, აგრესიაზე და ოკუპაციაზე ყველაფერი ნათქვამი გვაქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა პრემიერ-მინისტრის დავოსში სიტყვით გამოსვლის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დავოსის ფორუმზე ხელისუფლების მიზანია ქვეყანა საინვესტიციოდ მიმზიდველად წარმოაჩინოს.

რაც შეეხება კითხვას იმის თაობაზე, თუ რატომ არ შეხვდა პრემიერ-მინისტრი ფორუმის ფარგლებში დასავლელ ლიდერებს, ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი მნიშვნელოვანი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

„როცა არის ეკონომიკაზე საუბარი, იქ ლაპარაკობ ეკონომიკაზე. როცა ზოგად პოლიტიკაზე ან უსაფრთხოების საკითხებზეა საუბარი, იქ ლაპარაკობ უსაფრთხოების საკითხებზე. რასაც თქვენ ცდილობთ, ამის მიზანია დაკნინდეს პრემიერ-მინისტრი, ხელისუფლება. ეძებთ, შეუსაბამო ადგილზე რაღაცის მოძებნა გინდათ. როცა საუბარია, რომ ქვეყანა წარმოაჩინო საინვესტიციოდ მიმზიდველ ადგილად და მთავრობის მეთაური საუბრობს ეკონომიკურ მიღწევებზე, სტაბილურობა როგორია ქვეყანაში და ბიზნეს-გარემო, ხართ უკმაყოფილო,“ - განაცხადა ქადაგიშვილმა.

კითხვაზე, თვლის თუ არა საჭიროდ, რომ დავოსში პრემიერ-მინისტრს ესაუბრა გამოწვევებზე, მათ შორის, რუსეთზე, რომელზეც ფორუმის ფარგლებში სხვა ლიდერებმა ისაუბრეს, ქადაგიშვილი აცხადებს, რომ რუსეთზე ყველაფერი ნათქვამი აქვთ.

„ეს თქვენი უტრირებული საკითხები, თითქოს აბა, დაიგინე ახლა ესეა თუ არა... არ ვარ მაგ დონის კომენტარებისთვის აქ მოსული, რომ აბა, ის თქვი და ეს თქვი. ყველაფერი ნათქვამი გვაქვს რუსეთზეც და ყველაფერზე, აგრესიაზეც და ოკუპაციაზეც,“ - განაცხადა ქადაგიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს