Forbes - საქართველო ლიდერობს იმ ქვეყნებს შორის, სადაც რუსებმა 2023 წელს ბიზნესი გახსნეს

საქართველო მნიშვნელოვნად ლიდერობს იმ ქვეყნებს შორის, სადაც რუსეთის მოქალაქეებმა 2023 წელს ბიზნესი გახსნეს, - ამის შესახებ გამოცემა Forbes-ი წერს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ იანვრიდან დეკემბრამდე რუსეთის მოქალაქეებმა 13 000 კომპანია დაარეგისტრირეს. მეორე ადგილზეა ყაზახეთი, სადაც რუსებმა წელიწადში 6 100 კომპანია შექმნეს, მესამე ადგილს სომხეთი და მონტენეგრო ინაწილებენ, თითოეულ ამ ქვეყანაში რუსებმა, 2023 წლის განმავლობაში, 3,400 კომპანია დაარეგისტრირეს.

„საქართველოში კომპანიების ასეთი მასიური გახსნის რამდენიმე მიზეზი არსებობს: გარდა წმინდა სტატისტიკურისა, ანუ რუსეთის აქტიური მოქალაქეების შემოდინება ქვეყანაში, ამას ხელს უწყობს ბიზნესის რეგისტრაციის მოსახერხებელი პირობები და საგადასახადო სისტემა“, - განმარტავს ანალიტიკური კომპანია Finion-ის დირექტორი ვიაჩესლავ კარტამიშევი გამოცემასთან საუბარში და დასძენს, რომ საქართველოში ინდმეწარმეს შეუძლია გადაიხადოს საშემოსავლო გადასახადის მხოლოდ 1%, ხოლო შპს-ს მფლობელს შეუძლია არ დარეგისტრირდეს დღგ-ს გადამხდელად, სანამ მისი ბრუნვა 100 000 ლარს არ მიაღწევს.

„გარდა ამისა, საქართველოში რუსებს და ბელარუსებს შეუძლიათ ლეგალურად გახსნან საბანკო ანგარიშები, მათ შორის ბიზნეს საქმიანობისთვის“, - განმარტავს კომპანია Finion-ის დირექტორი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე