მედია - ბერძნული მაფიის წევრების მკვლელობის ბრალდებით საბერძნეთში ორი ქართველი დააკავეს

ბერძნული მაფიის წევრების მკვლელობის ბრალდებით საბერძნეთში ორი ქართველი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

პოლიციის ცნობით, დაკავებულები იანის სკაფტუროსის, ვასილი რუბეტისის და დიონისეს მუზაკიტისის მკვლელობების უკან დგანან. იანის სკაფტუროსი 2022 წლის აპრილში მოკლეს, ხოლო დანარჩენი ორი პირი გასული წლის ივნისში.

სულ, ბერძნული მაფიის წევრების მკვლელობასთან დაკავშირებით პოლიციამ ხუთი ეჭვმიტანილის ვინაობა დაადგინა. მათგან ორი დაკავებული ქართველია, ორი საზღვარგარეთ იმყოფება და ახლა იძებნება, ხოლო ერთი მათგანი სასჯელს მძიმე დანაშაულისთვის უკვე იხდის.

ადგილობრივი პოლიცია დაკავებულების მიერ ჩადენილ სხვა შესაძლო დანაშაულებს იძიებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე