ისრაელის მედია - „ჰამასის“ ტყვეობიდან გათავისუფლებული მძევლები დავოსში გაერო-ს გენერალურ მდივანს შეხვდნენ

„ჰამასის“ ტყვეობიდან გათავისუფლებული მძევლები დავოსში გაერო-ს გენერალურ მდივანს შეხვდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

ისრაელის მედიის ცნობით, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა ღაზის სექტორიდან გათავისუფლებულ მძევლებს განუცხადა, რომ იგი ყველა დარჩენილი მძევლის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და „ჰამასის“ მიერ ჩადენილი სექსუალური დანაშაულების გამოძიებას მოითხოვს.

გუშინ, დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, „ჰამასის“ ტყვეობიდან გათავისუფლებული მძევლები ტექნოლოგიური და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებსაც შეხვდნენ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რა ზეწოლაც არ უნდა განახორციელოს კრემლმა ფაშინიანზე, ცხადი ისაა, რომ ფაშინიანი სომხეთში ხელისუფლებას ყველა შემთხვევაში შეინარჩუნებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
ვანო ჩხარტიშვილი განცხადებას ავრცელებს
„ვისოლმა“ „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური ამბროლაურშიც გახსნა