ალექსანდერ ვუჩიჩი - ირაკლი ღარიბაშვილმა ბრძანა, რომ ჩინეთთან ურთიერთობა ახალ განზომილებაში გადაზარდა და სტრატეგიულ დონემდე აიყვანა - მას მალე დაუსვამენ იგივე კითხვებს, რასაც სულ მისვამდნენ: ამას რატომ აკეთებ, ჩინეთთან უფრო ახლოს ხარ, თუ ევროკავშირთან?

ირაკლისთან მიმართებით ერთი რამ მინდა დავამატო. მან ბრძანა, რომ ჩინეთთან ურთიერთობა ახალ განზომილებაში გადაზარდა და სტრატეგიულ დონემდე აიყვანა. მას მალე დაუსვამენ იგივე კითხვებს, რასაც სულ მისვამდნენ: ამას რატომ აკეთებ, ჩინეთთან უფრო ახლოს ხარ, თუ ევროკავშირთან?, - ამის შესახებ სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალექსანდერ ვუჩიჩმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე - "ევრაზიის ახალი განთიადი?" გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მას იოლად და წარმატებით ვერ გამოუვა ქვეყნის განვითარება ჩინეთიდან ინვესტიციების გარეშე.

„ირაკლისთან მიმართებით ერთი რამ მინდა დავამატო. მან ბრძანა, რომ ჩინეთთან ურთიერთობა ახალ განზომილებაში გადაზარდა და სტრატეგიულ დონემდე აიყვანა. მას მალე დაუსვამენ იგივე კითხვებს, რასაც სულ მისვამდნენ: ამას რატომ აკეთებ, ჩინეთთან უფრო ახლოს ხარ, თუ ევროკავშირთან? მან [ირაკლი ღარიბაშვილმა] თავისი ქვეყნის სასიკეთოდ უნდა იმუშაოს. მას იოლად და წარმატებით ვერ გამოუვა ქვეყნის განვითარება ჩინეთიდან ინვესტიციების გარეშე, მათთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობის გარეშე. ევროპაში ეს უნდა შეიგნონ! ევროკავშირში ამ საკითხის გაცნობიერება უნდა მოხდეს, განა წნეხი იქონიონ მასზე [ირაკლი ღარიბაშვილზე], ჩემზე ან სხვაზე, რადგან მე არ წავართმევ ჩემს ქვეყანას იმის შანსს, რომ ჩინეთიდან მომდინარე ინვესტიციები - სერბეთში ჯამურად განხორციელებული ინვესტიციების 30% - მიიღოს! ამის უფლება არ გამაჩნია! ევროპიდან მომდინარე ინვესტიციების - სერბეთში ჯამურად განხორციელებული ინვესტიციების 60% თუ 65% - წინააღმდეგ რაიმეს გაკეთების უფლება მაქვს? არა, და არც ოდესმე ვიტყვი უარს. ყოველთვის მადლობელი ვიქნებით და ყოველთვის დავაფასებთ ამ დახმარებას. მხოლოდ ერთ რამეს ვითხოვთ - გვქონდეს არჩევანის თავისუფლება და ის ვაკეთოთ, რაც შეგვიძლია ჩვენი ქვეყნებისთვის. სულ ესაა. მიმაჩნია, რომ, თუ ამას მოვახერხებთ, ნათელი მომავალი გვექნება“, - განაცხადა ვუჩიჩმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე