ირაკლი ჩიქოვანი - ძალიან მძიმეა, როდესაც უპირისპირდებიან ისეთ ინსტიტუტებს, როგორიც არის ქართული მართლმადიდებლური ეკლესია - ასეთი განცხადებები არის პროვოკაციული ხასიათის და მიზნად ისახავს საზოგადოებაში განხეთქილების შეტანას

გულწრფელად გეტყვით, რომ ძალიან მძიმეა ისეთი განცხადებების მოსმენა, როდესაც უპირისპირდებიან ისეთ ინსტიტუტებს, როგორიც არის ქართული მართლმადიდებლური ეკლესია, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი სამების საკათედრო ტაძრის შესახებ ნატა ფერაძის განცხადებას, რომელმაც სამების ტაძარს კორუფციის მთავარი ტაძარი უწოდა.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ეს არის დაგეგმილი და მიზანმიმართული შეტევა ყველაფერ იმაზე, რომელიც არის ქართული იდენტობის განმსაზღვრელი.

„კიდევ უფრო მძიმეა ის, რომ ამ ყველაფერს აქვს ორკესტრირებული ხასიათი. ეს არის დაგეგმილი და მიზანმიმართული შეტევა ყველაფერ იმაზე, რომელიც არის ქართული იდენტობის განმსაზღვრელი, ქართული სახელმწიფოებრიობის ხელშემწყობი და მე მგონია, რომ ამას საზოგადოება შესაბამის შეფასებას მისცემს. თუმცა ვიტყოდი იმასაც, რომ ასეთი განცხადებები არის პროვოკაციული ხასიათის და ეს პროვოკაცია მიზნად ისახავს მორიგ ჯერზე საზოგადოებაში განხეთქილების შეტანას და მინდა ყველას მოვუწოდო, რომ ეს ყველაფერი ადეკვატურად შევაფასოთ, შესაბამისი შეფასება მივცეთ, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს მხოლოდ შეფასების დონეზე და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ძალადობის საფუძველი“,- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე