პრემიერი - დღეს რომ არჩევნები იყოს, „ქართული ოცნება“ სულ მცირე 60%-ს აიღებდა, არ ვნერვიულობთ, თუმცა ვემზადებით, რომ მაქსიმალური შედეგი მივიღოთ, რაც სჭირდება ქვეყანას

დღეს რომ არჩევნები იყოს, „ქართული ოცნება“ სულ მცირე 60%-ს აიღებდა, არ ვნერვიულობთ, თუმცა ვემზადებით, რომ მაქსიმალური შედეგი მივიღოთ, რაც სჭირდება ქვეყანას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პრემიერმა ოპოზიციას "ხელმოცარული" უწოდა და განაცხადა, რომ მათი "უსუსური მცდელობაა" , რაღაც ახალი შესთავაზონ მოსახლეობას, რაც სიცრუეა, ხოლო ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხედავს ვის რა წარსული აქვს.

მისივე თქმით, არავითარი "მესამე ძალა" არ არსებობს, დღეს არსებობს მხოლოდ ქვეყნის და ხალხის მიწინააღმდეგე - "ნაცმოძრაობის" ან ახალი "ნაცმოძრაობის", ხაზარაძისა და სხვა პატარა ლუზერების გაერთიანება, რომელთა მცდელობებიც მმართველი პარტიისთვის უინტერესოა.

„დღეს რომ არჩევნები იყოს, „ქართული ოცნება“ სულ მცირე 60 პროცენტს აიღებდა. ჩვენ არჩევნებზე არ ვნერვიულობთ, თუმცა ვემზადებით, რომ მივიღოთ მაქსიმალური შედეგი, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს, რათა გაგრძელდეს მშვიდობა, სტაბილურობა და სწრაფი ეკონომიკური განვითარება.

რაც შეეხება ხელმოცარულ ოპოზიციას და უსუსურ მცდელობას, რაღაც ახალი შესთავაზონ მოსახლეობას, კარგად ვიცით, რომ ეს ყველაფერი სიცრუეა. ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხედავს, ხალხმა იცის, ვის რა წარსული აქვს. კარგად იციან, რომ არავითარი მესამე ძალა არ არსებობს დღეს ქვეყანაში.

არსებობს ჩვენი პოლიტიკური ძალის, საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნის და ხალხის მოწინააღმდეგე ძალა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ან ახალი „ნაცმოძრაობის“, როგორიცაა მაგალითად ხაზარაძის გაერთიანება, ან სხვა პატარა ლუზერების. ისინი ცდილობენ, გაერთიანდნენ ამით გადალახონ 5-პროცენტიანი ბარიერი. ჩემთვის არ არის საინტერესო ასეთ მდგომარეობაში მყოფი ოპოზიციის მცდელობები, ჩემთვის მთავარია ქვეყანაში მშვიდობა იყოს სტაბილურობა და განვითარება“, - აღნიშნა პრემიერმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს