ფილიპ გორდონი უკრაინის მხარდაჭერის დამტკიცებაზე - მხარდაჭერის დამტკიცების გარეშე განვლილი ყოველი დღისთვის დიდ ფასს ვიხდით

შეერთებული შტატების კონგრესის ორივე პალატის წევრების უმრავლესობა მხარს უჭერს უკრაინისთვის მხარდაჭერის აღმოჩენის წინადადებას, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ფილიპ გორდონმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დროს განაცხადა.

„ვფიქრობ, საბოლოოდ ჩვენ მივიღებთ დახმარებას უკრაინისთვის, მაგრამ ამ მხარდაჭერის გარეშე განვლილი ყოველი დღისთვის დიდ ფასს ვიხდით“, - აღნიშნა გორდონმა.

მისი თქმით, დისკუსია არ არის ორიენტირებული იმაზე, ღირს თუ არა უკრაინისთვის დახმარების დამტკიცება და აშშ-ის კონგრესში უმრავლესობას მიაჩნია, რომ ეს სწორი ნაბიჯია. თუმცა იმ კანონმდებლებს, რომლებიც ახლა ამ გადაწყვეტილებას ბლოკავენ, სხვა პრიორიტეტები აქვთ და ისინი დაკავშირებულია აშშ-ის შიდა საზღვრის უსაფრთხოებასთან.

”მათ დაეკისრებათ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა, თუ ხელს შეუშლიან სწორი გადაწყვეტილების მიღებას”, - აღნიშნა გორდონმა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება