ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი - თეთრი ხიდი ისევ დაზიანებულია და მოქალაქეებისთვის საფრთხეს წარმოადგენს, ვითხოვთ მის რეაბილიტაციას

ქუთაისში თეთრი ხიდი ისევ დაზიანებულია და მოქალაქეებისთვის საფრთხეს წარმოადგენს, - ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საკრებულოს წევრი ავრცელებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, გიგა შუშანიას განცხადებით, თეთრი ხიდის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 2018 წელს 500 ათას ლარამდე დაიხარჯა, თუმცა სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა, ხიდი რამდენჯერმე დაზიანდა და მინის ფილები გაბზარულია.

გიგა შუშანია ხიდის ხელახალ რეაბილიტაციასა და იმ ადამიანების დასჯას მოითხოვს, რომლებმაც უხარისხო სამუშაოები ჩაატარეს.

საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი სხვა ისტორიული ძეგლების საფრთხეებზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ რეაბილიტაციის შედეგად არა მხოლოდ თეთრი ხიდი დაზიანდა, არამედ ავთენტურობას კარგავს იმერეთის მეფეთა სასახლე „ოქროს ჩარდახი“, ასევე გაურკვეველია, შეინარჩუნებს თუ არა ისტორიულ სახეს ცენტრალური ბულვარი, რადგანაც სამუშაოები დაწყებულია, თუმცა პროექტის პრეზენტაცია ჯერ არ მომხდა.

შუშანიას თქმით, აუცილებელია, პროცესში კომპეტენტური ადამიანები ჩაერთონ.

„ამ ხიდი რეაბილიტაციაზე „ქართულმა ოცნებამ“ წლების წინ დახარჯა ნახევარი მილიონი ლარი და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დააზიანა. გაკეთების ნაცვლად, დაუკარგა ავთენტური სახე. კონსტრუქცია მთლიანად დაჟანგული და დაზიანებულია. ზედაპირი უსაფრთხო აღარაა მოქალაქეებისთვის, წვიმიან ამინდშიც კი საშიშია გავლა. მინის ფილები ზიანდება, ამიტომ მოვითხოვთ, რომ მოხდეს ხელახალი რეაბილიტაცია. მოხდეს პროექტის საჯარო განხილვა, რომ დაუბრუნდეს ავთენტური სახე. ამასთან დაისაჯონ ის პირები, ვინც არასწორად შეასრულეს რეაბილიტაცია. მხოლოდ თეთრი ხიდი არაა, საფრთხის წინაშეა „ოქროს ჩარდახი“ და ცენტრალური ბულვარი“, - განაცხადა გიგა შუშანიამ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე