აჭარის ტურისტული შესაძლებლობები 25-ზე მეტ საერთაშორისო გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი

აჭარის ტურისტული შესაძლებლობების პოზიციონირება საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე დაიწყო.

ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, პირველი გამოფენა, სადაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული პოტენციალი წარადგინა ჰელსინკის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა „MATKA 2024”-ია.

„გამოფენაში უწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობს. გამოფენის ფარგლებში ვიზიტორებს საშუალება აქვთ აჭარის და ზოგადად, საქართველოს ტურისტულ ადგილებს, პროდუქტებს, სერვისებსა და მიმართულებებს გაეცნონ. გამოფენის ფარგლებში მიმდინარეობს შეხვედრები ტურისტული სააგენტოების, სარეკლამო კომპანიებისა და მედიის წარმომადგენლებთან. ფინეთი სკანდინავიის სხვა ქვეყნებთან ერთად აჭარისთვის ახალ სამიზნე ბაზარს წარმოადგენს, სადაც ქვეყნის ცნობადობის გაზრდისთვის საჭირო ღონისძიებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მიმდინარე წელს 25-ზე მეტ საერთაშორისო გამოფენასა და ღონისძიებაზე გეგმავს რეგიონის პოპულარიზაციას. მათ შორის მსოფლიოში უმსხვილეს ტურისტულ გამოფენებზე გერმანიაში, ესპანეთში, დიდ ბრიტანეთში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, ბალტიისპირეთსა და მეზობელ ქვეყნებში“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს