რატი იონათამიშვილი - არჩევნებამდე 10 თვით ადრე ოპოზიცია ძალიან შეშინებული და შეშფოთებულია - რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, ეს შიში კიდევ უფრო გაიზრდება

არჩევნებამდე 10 თვით ადრე ოპოზიცია ძალიან შეშინებული და შეშფოთებულია - რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, ეს შიში კიდევ უფრო გაიზრდება, - ასეთია “ქართული ოცნების” დეპუტატის რატი იონათამიშვილის პოზიცია.

მისივე თქმით, ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებს წააგებს, რაც მათთვის დამსახურებულ მარცხი, ხოლო ქვეყნისთვის სასარგებლო შედეგი იქნება.

როგორც იონათამიშვილმა ამ კონტექსტში აღნიშნა, “ოპოზიცია იბრძოდა რა ევროინტეგრაციის პროცესის წინააღმდეგ და დაუპირისპირდა რა ქართულ ეკლესიას, ამით საკუთარი თავი პოლიტიკურ ანათემას გადასცეს”.

“ფაქტია, რომ “ქართული ოცნების" მხარდაჭერა არის 60%. ფაქტია ისიც, რომ გვყავს ხელმოცარული ოპოზიცია. თუ ჩვენს ამომრჩეველს - მათ შორის ოპოზიციურ ამომრჩეველს ვინმე და რამე არ მოსწონს, ეს არის ის ოპოზიცია, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში არსებობს.

ასეთი შედეგი დამსახურებულია, რადგან ოპოზიცია უპირისპირდებოდა არა საკუთრივ "ქართულ ოცნებას", არამედ ჩვენს სახელმწიფოსა და ეკლესიას, რაც მთელი ამ წლების განმავლობაში მათი ძირითადი დღის წესრიგი იყო. თუ მათ შედეგები უკვირთ, მიზეზი საკუთარ თავებში ეძებონ”, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება