„ჰეზბოლას“ წარმომადგენელი - ისრაელი მზად არ არის ომისთვის იმ ფონზე, რაც მისთვის მოვამზადეთ

ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ჩინოვნიკი, მოჰამედ რაადი აცხადებს, რომ ისრაელი მათ წინააღმდეგ ომისთვის მზად არ არის.

მისი თქმით, ლიბანისთვის პატივია, რომ ქვეყანაში წინააღმდეგობის ჯგუფები ისრაელის წინააღმდეგ იბრძვიან.

მოჰამედ რაადი ირწმუნება, რომ ისრაელი ღაზაში მარცხს განიცდის და რომ მან, ვერ ვერც ერთ ასპექტში, თავის მიზნებს ვერ მიაღწია.

„ისრაელელი მტერი იძულებულია, უკან დაიხიოს, რადგან დაღლილია და ხვდება წინააღმდეგობას, რომელსაც არ ელოდა, და იმედი გაუცრუა და შეარცხვინა ყველა, ვინც მას მხარს უჭერს. ისრაელელი მტერი მზად არ არის ომისთვის იმ ფონზე, რაც ლიბანის ისლამურმა წინააღმდეგობამ მისთვის მოამზადა“, - აცხადებს მოჰამედ რაადი.

ავთანდილ წულაძე - ეს წელი რუსეთისთვის ძალიან რთული იქნება და არაა გამორიცხული, რუსეთში მოვლენები მოულოდნელი სცენარებითაც კი განვითარდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება