გაბრიელიუს ლანდსბერგისი - თუ უკრაინა რუსეთს არ დაამარცხებს, ეს ევროპისთვის კარგად არ დამთავრდება

თუ უკრაინა რუსეთს არ დაამარცხებს, მოსკოვის გამარჯვება ევროპისთვის კარგად არ დამთავრდება, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.

„არ არსებობს სცენარი, რომ თუ უკრაინა არ მოიგებს, ეს შეიძლება კარგად დასრულდეს ევროპისთვის“, - აღნიშნა ლანდსბერგისმა.

მისი თქმით, არსებობს შანსი, რომ რუსეთი უკრაინაზე არ შეჩერდება. ლანდსბერგისმა განარტა, რომ ერთ-ერთი გზა, რომლის საშუალებითაც ევროპას შეუძლია მეტი გააკეთოს თავდაცვის გასაძლიერებლად საერთო შესყიდვებია.

„ჩვენ შეგვეძლო შევიძინო ის, რაც საჭიროა ევროპის დასაცავად. ზოგიერთმა ჩვენგანმა შეიძლება იფიქროს, რომ ეს სხვამ უნდა გააკეთოს, მაგრამ ეს ევროპის ომია“, - აღნიშნა ლანდსბერგისმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა