ფინეთის პრემიერ-მინისტრი - რუსეთის მხრიდან ფინეთისთვის არანაირი უშუალო საფრთხე არ არსებობს

რუსეთის მხრიდან ფინეთისთვის არანაირი უშუალო საფრთხე არ არსებობს, - ამის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ სტოკჰოლმში ვიზიტისას გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გამოსვლისას ორპომ შვედეთის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მეთაურის მიკაელ ბიუდენის განცხადება გაიხსენა, რომელმაც აღნიშნა, რომ შვედეთზე რუსეთის თავდასხმა შესაძლებელია.

„რუსეთის მხრიდან ფინეთისთვის არანაირი უშუალო საფრთხე არ არსებობს. შეგვიძლია მშვიდად გვეძინოს“,-განაცხადა ორპომ.

კითხვაზე, სჭირდებათ თუ არა ფინელებს „ომისთვის მორალურად მზადება“, ფინეთის პრემიერ-მინისტრმა უპასუხა „არა“.

„ფინეთისთვის ვითარება სტაბილურია. ფინეთი, ასე ვთქვათ, ყოველთვის მზად იყო საფრთხეებისთვის საბჭოთა კავშირის მხრიდან ან, როგორც ახლა, რუსეთის მხრიდან. ყოველთვის მზად ვიყავით ამისთვის, და ეს, ასე ვთქვათ, ჩვენი საზოგადოების ნაწილი იყო”,-განაცხადა ოპრომ.

მან აღნიშნა, რომ ფინეთის ნატოში წევრობა “ძლიერი მუხრუჭი” გახდება საზღვარზე რუსეთის აგრესიისთვის.

„ფინელებს მწვავედ არაფრის არ უნდა ეშინოდეთ. მაგრამ, ამავდროულად, უნდა ვთქვათ და ვაღიაროთ, რომ რუსეთი შეიცვალა: უფრო აგრესიულად მოქმედებს - მის საზღვარზე სხვა სახელმწიფოს დაესხა თავს, ომობს იქ მსხვერპლზე ზრუნვის გარეშე. არც სხვა მხარეს, არც საკუთარზე. ამიტომ ფინეთმა, რა თქმა უნდა, ეს რეალობა უნდა აღიაროს, მაგრამ ამის გამო ძილის დაკარგვა არაა საჭირო“,-განაცხადა ორპომ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია