გიგი წერეთელი - ოპოზიციაზე ბულინგის ერთ-ერთი ნაირსახეობაა მუდმივად ეძახო, რომ სუსტები არიან და არაფერი შეუძლიათ - 60% ძალიან გადაჭარბებულია, არ ვფიქრობ, რომ მოსახლეობის ასეთი დიდი ნაწილი უჭერს მხარს „ქართულ ოცნებას”

ოპოზიციაზე ბულინგის ერთ-ერთი ნაირსახეობაა მუდმივად ეძახო მათ, რომ სუსტები არიან და არაფერი შეუძლიათ - 60% ძალიან გადაჭარბებულია. ყოფილა ასეთი დაქადნება არჩევნებზე, მაგრამ 50%-საც ვერ მიაღწიეს,-ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც მმართველი გუნდის განცხადებებს გამოეხმაურა, სადაც აღნიშნავენ, რომ არჩევნებზე მინიმუმ 60 პროცენტიან მხარდაჭერას მოიპოვებენ.

როგორც წერეთელმა განმარტა, აღნიშნული განცხადებები პირველი და არაჩვეულებრივი არ არის, რომელიც არასდროს მოგვისმენია.

„ყოველთვის თავდაჯერებულ განცხადებებს ვისმენთ. ოპოზიციაზე ბულინგის ერთ-ერთი ნაირსახეობაა მუდმივად ეძახო მათ, რომ სუსტები არიან და არაფერი შეუძლიათ, ამასთან, ამომრჩევლები გაამხნეონ, რომ საოცარი მხარდაჭერა აქვთ. თუ ასე არაჩვეულებრივად არის საქმე, 60-70%-ით თუ იგებენ, არ მგონია თავი შეიწუხოს იმ ადამიანმა, რომელიც ამბობდა, მხოლოდ მაშინ მოვიდოდა არენაზე, როდესაც სირთულე იქნებოდა.

60% ძალიან გადაჭარბებულია. ყოფილა ასეთი დაქადნება არჩევნებზე, მაგრამ 50%-საც ვერ მიაღწიეს. არ ვფიქრობ, რომ მოსახლეობის ასეთი დიდი ნაწილი უჭერს მხარს „ქართულ ოცნებას“,- აღნიშნა წერეთელმა.

მან ოპოზიციურ სპექტრზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბევრი რამ არ მოსწონს, რაც ოპოზიციაში ხდება. ამასთან, განმარტავს, რომ ოპოზიციური პარტიები კონსოლიდაციაზე საუბრობენ, თუმცა, სტუდიებში არ დადიან ერთმანეთთან სასაუბროდ.

„რაც შეეხება სხვებთან საუბარს, მე არ მომწონს ბევრი რამ, რაც ოპოზიციაში ხდება. არ ვარ მოწოდებული ოპოზიცია ვაკრიტიკო, ჩემი სამიზნე უმეტესად ხელისუფლება არის. ოპოზიციური პარტიებისგან გვესმის: „აი, გვჭირდება კონსოლიდაცია“, „აი, გვჭირდება საუბარი“ და ასე შემდეგ, საბოლოოდ კი სტუდიებში არ დადიან ერთმანეთთან სასაუბროდ“,-აღნიშნა წერეთელმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე