გიორგი ვაშაძემ და თინა ბოკუჩავამ ლონდონში, ბრიტანეთის პარლამენტში, ადამ ჰოლოვეისთან და როისტონ სმიტთან შეხვედრები გამართეს

„გამარჯვების კოალიციის“ ლიდერები, გიორგი ვაშაძე და თინა ბოკუჩავა ლონდონში, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს, როისტონ სმიტსა და ადამ ჰოლოვეის შეხვდნენ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის თქმით, ბრიტანელი პარტნიორები საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას სრულ მხარდაჭერას უცხადებენ.

„საინტერესო შეხვედრები გავმართეთ ბრიტანელ პარლამენტარებთან, რომლებიც ძალიან დაინტერესებულნი არიან საქართველოს თემატიკით.

მთავარ განსახილველ საკითხებს, რა თქმა უნდა, 2024 წლის არჩევნები და საქართველოს ევროინტეგრაცია წარმოადგენდა. შეხვედრებზე აღინიშნა, რომ ქართული დემოკრატია ძალიან დიდი საფრთხეშია და მნიშვნელოვანია, რომ ამ წელს წარმატებით ჩააბაროს გამოცდა დემოკრატიის კუთხით.

ჩვენი ევროპელი პარტნიორები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველოს განვითარებას ხელი შეუწყონ, მთავარია ჩვენი მხრიდან შესაბამისი მონდომება არსებობდეს“, - განაცხადა ვაშაძემ, რომლის კომენტარსაც „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში