ირაკლი ბენდელიანი - მოსახლეობას დავპირდით, რომ წერეთლის გამზირზე საგზაო მიმართულებით მუშაობა იანვრის ბოლოს უნდა დავასრულოთ, ეს პირობა შესრულდება - სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში გაგრძელდება

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, წერეთლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების იანვრის ბოლოსთვის დასრულების შესახებ მოსახლეობისთვის მიცემული პირობა შესრულდება.

როგორც ბენდელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში ტარდება.

ამასთან, მისივე თქმით, დღეიდან ორი დღის განმავლობაში ცაბაძის ქუჩაზე და მიმდებარე მოედანზე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის მოძრაობა შეიზღუდება.

„ჩვენ ახლა, ვიმყოფებით წერეთლის გამზირზე, სადაც აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. ახლა იგება ასფალტის ქვედა საფარი. ზოგადად, ჩვენ მოსახლეობისთვის ნათქვამი გვაქვს, დავპირდით, რომ საგზაო მიმართულებით მუშაობა იანვრის ბოლოს უნდა დავასრულოთ, ეს პირობა შესრულდება. სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში გაგრძელდება. იანვრის ბოლოს, საგზაო მიმართულებით შეფერხება აღარ იქნება და ავტომობილები გადაადგილებას ორმხრივად შეძლებენ. ბუნებრივია, როდესაც ამ, მასშტაბის სამუშაოებზე ვსაუბრობთ გარკვეულ შეზღუდვებთან გვაქვს საქმე, დღეიდან ორი დღის განმავლობაში გვექნება ცაბაძის ქუჩაზე და მიმდებარე მოედანზე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის შეზღუდვა. სხვაგვარად შეუძლებელია ამ მასშტაბის სამუშაოების განხორციელება, ასფალტის საფარს ისე ვერ დავაგებთ და კომუნიკაციებს ისე ვერ შევცვლით, თუ მასზე მოძრაობა არ შევზღუდეთ. ამის გამო, მინდა მოსახლეობას ბოდიში კიდევ ერთხელ მოვუხადო, თუმცა, უკვე იანვრის ბოლოს ყველანაირი სამუშაოები საგზაო მიმართულებით დასრულებული იქნება და მოსახლეობასაც დისკომფორტი აღარ ექნება. ახლა იგება ქვედა ფენის ასფალტის საფარი, ამის შემდგომ მოხდება საკომუნიკაციო ჭების ნიშნულზე გასწორება, ბორდიურების ჩამოსხმა და უკვე შემდგომი ფენა ასფალტების დაგება. ამით უკვე საგზაო მიმართულებით სამუშაოები დასრულდება“, - განაცხადა ბენდელიანმა.

რაც შეეხება მიმდინარე სამუშაოების დროს საავტომობილო მოძრაობის მიმართულების ლოკალურად შეცვლას, ბენდელიანის განმარტებით, ამის შესახებ შეზღუდვამდე, წინასწარ მოსახლეობას ინფორმაციას მიაწვდიან.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი