რუსმა დეპუტატებმა კანონპროექტი მოამზადეს, რომელიც ქვეყნის შეიარაღებული ძალების შესახებ „ცრუ ინფორმაციის“ გავრცელებისთვის კერძო საკუთრების ჩამორთმევას ითვალისწინებს

რუსმა დეპუტატებმა კანონპროექტი მოამზადეს, რომელიც ქვეყნის შეიარაღებული ძალების შესახებ „ცრუ ინფორმაციის“ გავრცელებისთვის კერძო საკუთრების ჩამორთმევას ითვალისწინებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი რუსეთის დუმის სპიკერზე, ვიაჩესლავ ვოლოდინზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ყველა, ვინც რუსეთის განადგურებას ცდილობს, ვინც მას ღალატობს, დამსახურებულად უნდა დაისაჯოს და ქვეყანას მიყენებული ზიანი საკუთარი ქონების ფასად აუნაზღაუროს“, - წერს ვოლოდინი „ტელეგრამის“ არხზე.

რუსეთის დუმის სპიკერმა განაცხადა, რომ დასჯის ეს მეთოდი იმ ადამიანებზე გავრცელდება, რომლებიც რუსეთის შეიარაღებული ძალების „დისკრედიტაციას“ ახდენენ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოითხოვენ და ექსტრემიზმის გავრცელებას უწყობენ ხელს.

ვიაჩესლავ ვოლოდინის ცნობით, რუსეთის დუმა კანონპროექტს ორშაბათს განიხილავს.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში