პაატა მანჯგალაძე - ქრისტეს ბიძინა ივანიშვილივით არჩევნებში ვერ გამოიყენებთ, ვინც ამას შეეცადა, მძიმედ დაამთავრა და ალბათ, ეს დრო დადგა „ქართული ოცნებისთვისაც“, რომ ხელისუფლება უნდა დაამთავრონ

ქრისტეს ბიძინა ივანიშვილივით არჩევნებში ვერ გამოიყენებთ, ვინც ამას შეეცადა, მძიმედ დაამთავრა და ალბათ, ეს დრო დადგა „ქართული ოცნებისთვისაც“, რომ ხელისუფლება უნდა დაამთავრონ,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ეკლესიის წინააღმდეგ კამპანიის თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.

მანჯგალაძის შეფასებით, აღნიშნული არის „ხელოვნური, მიზანმიმართული კამპანია ხელისუფლების მხრიდან“.

„ხელისუფლებას, რომელიც პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს ეკლესიას, ქრისტეს, საერთო არ აქვს არც ეკლესიასთან, არც ქრისტესთან. თუ „ქართული ოცნება“ ამაზე საუბარს გააგრძელებს, შემიძლია უფრო ღრმად გავყვე ამ საკითხებში, რა მასშტაბის მკრეხელობა და ფარისევლობაა, ქრისტე გამოიყენო არჩევნებში, როგორც ბიძინა ივანიშვილი. ქრისტეს ბიძინა ივანიშვილივით არჩევნებში ვერ გამოიყენებთ, ვინც სხვადასხვა დროს ამას შეეცადა, მძიმედ დაამთავრა და ალბათ, ეს დრო დადგა „ქართული ოცნებისთვისაც“, რომ ხელისუფლება უნდა დაამთავრონ“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

მისივე თქმით, პაპუაშვილი და „ქართული ოცნების“ ლიდერები საკუთარი განცხადებებით სამოქალაქო დაპირისპირებას აღვივებენ.

„ვეთანხმები „ქართულ ოცნებას“, რომ ქრისტიანული და ევროპული ღირებულებები ერთია. მე ვარ სამოქალაქო დაპირისპირებისკენ ორიენტირებული? - არა! პაპუაშვილი აღვივებს ამ დაპირისპირებას თავისი განცხადებით. „ქართული ოცნების“ ლიდერები აღვივებენ იმიტომ, რომ არც ქრისტიანები არიან, არც ტრადიციული ღირებულებების დამცველები, არც 60% არ აქვთ. ერთიც, მეორეც და მესამეც ტყუილია და რატომ, იცით? მეფე რომელიც ამტკიცებს, რომ მეფეა, მეფე არ არის. შესაბამისად, არც მორწმუნეა, არც ქრისტიანია, არც ტრადიციების დამცველია და არც 60% აქვს, 60 კი არა 40%-იც კი არ აქვთ“,- განაცხადა მანჯგალაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „დეზინფორმაციის, მანიპულაციის და ისტერიის ის ნაზავი, რომელიც საზოგადოებამ ეკლესიაზე და მის მრევლზე თავდასხმისას იხილა, გაცდა ეკლესიაზე აქამდე ნანახი შეტევების მასშტაბს“.

მისივე თქმით, კამპანიის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე „სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის“ ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილია და ის USAID-ის ერთ-ერთი პროგრამის ფარგლებში ფინანსდება.

„პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გავხდით ეკლესიაში ხატის შეურაცხყოფის მოწმე. პირველად, საბჭოთა იმპერიის დანგრევის შემდეგ, მართლმადიდებელი მრევლი გახდა შევიწროების ობიექტი შობის აღნიშვნის გამო“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ