Reuters-ი - ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსისა და „ჰეზბოლას“ მეთაურები იემენში იმყოფებიან და წითელ ზღვაში მოცურავე გემებზე „ჰუსიტების“ თავდასხმებს ხელმძღვანელობენ

ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსისა და „ჰეზბოლას“ მეთაურები იემენში იმყოფებიან და წითელ ზღვაში მოცურავე გემებზე „ჰუსიტების“ თავდასხმებს ხელმძღვანელობენ, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ოთხ რეგიონულ და ორ ირანულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, თეირანი „ჰუსიტებს“ უახლესი მოდელის დრონებს, ფრთოსან რაკეტებს, ბალისტიკურ რაკეტებსა და საშუალო მანძილის რაკეტებს აწვდის.

ასევე, ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის მეთაურები დაჯგუფებას დაზვერვის მონაცემებს უზიარებენ, იმის შესახებ, თუ რომელი გემი მიემართება ისრაელისკენ.

„რევოლუციური გვარდია „ჰუსიტებს“ სამხედრო წვრთნებში ეხმარებოდა. „ჰუსიტების“ მებრძოლები გასულ თვეში ირანში იმყოფებოდნენ და რევოლუციური გვარდიის ბაზაზე წვრთნები გაიარეს, რათა ახალი ტექნოლოგიებისა და რაკეტების გამოყენებას გაცნობოდნენ“, - განუცხადა Reuters-ს ირანულმა ანონიმურმა წყარომ.

ირანული წყარო აცხადებს, რომ რევოლუციური გვარდიის მეთაურებს იემენის დედაქალაქ სანაში სამეთაურო ცენტრი აქვთ და წითელ ზღვაში „ჰუსიტების“ თავდასხმებს ზედამხედველობენ.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში