ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში თურქეთის მიმართულებით ფრენა, ცრუ შეტყობინების გამო შეფერხდა -  ადგილზე გამნაღმველები მუშაობდნენ

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში თურქეთის მიმართულებით ფრენა, ცრუ შეტყობინების გამო შეფერხდა.

მოქალაქეების ინფორმაციით, აეროპორტში ნაღმის არსებობის შესახებ შეტყობინება 17:00 საათზე შევიდა, რის გამოც აეროპორტის თანამშრომლებსა და მგზავრებს შენობა დაატოვებინეს.

გამნაღმველები ორი საათის განმავლობაში აეროპორტის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. ასევე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.

როგორც ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადეს, ამ დროისათვის, შესაბამის სამსახურებმა სამუშაოები დასრულდეს და უახლოეს პერიოდში ფრენები აღდგება.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რუსეთმა თავისი მოქმედებებით, პრაქტიკულად, ხელი შეუწყო უკრაინის საკითხში ამერიკელებისა და ევროპელების პოზიციების დაახლოებას და ამავე საკითხში მათ შორის კოორდინაციას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება