რუსეთში თავდაცვის საწარმოზე დრონებით თავდასხმა მოხდა

რუსეთის ქალაქ ტულაში თავდაცვის საწარმოზე დრონებით თავდასხმა მოხდა, - ინფორმაციას „ტელეგრამ“ არხები ავრცელებენ.

მანამდე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ტულას თავზე დრონები ჩამოაგდეს.

ამასთან, მედია და ადგილობრივი მოსახლეობა იუწყება, რომ ქალაქის პროლეტარსკის რაიონში, სადაც „შჩეგლოვსკი ვალის“ ქარხანა მდებარეობს, აფეთქება მოხდა და ძლიერი ხანძარი გაჩნდა. უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულ ქარხანაში Pantsir-S ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემასაც აწარმოებენ.

შეგახსენებთ, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ლენინგრადის ოლქში, საზღვაო სავაჭრო პორტის ერთ-ერთ ტერმინალში ძლიერი ხანძარი გაჩნდა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია