სოფო ჯაფარიძე და ექიმების გუნდი სოფელ რუხში მოსახლეობას სამედიცინო კონსულტაციებს უწევენ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი, სოფო ჯაფარიძე, მიხეილ სააკაშვილის ინიცირებული ჰუმანიტარული პროექტის ფარგლებში, ექიმების ჯგუფთან ერთად, ენგურის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფელ რუხში იმყოფება და მოსახლეობას უფასო სამედიცინო კონსულტაციას უწევს. ინფორმაციას ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

სოფო ჯაფარიძის განცხადებით, ის თავად უზრუნველყოფს, რომ ენგურის ხიდს მიღმა მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან მას და ექიმების ჯგუფს მუდმივი კონტაქტი ჰქონდეთ.

“ხედავთ, რომ აფხაზეთიდან გადმოდიან ჩვენი მოქალაქეები, რომლებსაც ძალიან სჭირდებათ დღეს ჩვენი მხარდაჭერა, ჩვენი გვერდით დგომა. იცით, რომ რუსეთის ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ძალიან მძიმე და სავალალო მდგომარეობაშია ჯანდაცვა. ასევე, ენგურს მიღმა საქართველოს მოქალაქეები ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. დღევანდელი დღით არ დასრულდება ჩვენი აქცია. მე უზრუნველვყოფ, რომ მუდმივი კონტაქტი და კომუნიკაცია იყოს ჩვენს ექიმებსა და მათ შორის, რადგან ეს მათ ძალიან სჭირდებათ. დღეს ვართ ჩვენ აქ და მთელი დღის განმავლობაში უპირობო მხარდაჭერას ვუცხადებთ მათ”, - აღნიშნა სოფო ჯაფარიძემ.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი