ანონსი 22 იანვარი

22 იანვარს, 11:00 საათზე, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: „კორუფცია და გენერალური პროკურატურა“.

მის: ბელიაშვილის 68 (პარტიის ოფისი).

22 იანვარს, 11:00 საათზე, „ლელოს“ ბათუმის ოფისში გენო თებიძე და დავით დევაძე ბრიფინგს გამართავენ.

თემა: საჯარო სამსახურიდან „ლელოს“ კიდევ ერთი წევრი პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. დავით დევაძეს 45-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ, ხელვაჩაური სასპორტო სკოლამ ოპოზიციური პარტიის მხარდაჭერის გამო ხელშეკრულება შეუწყვიტა.

მის: ფარნავაზ მეფის 46

22 იანვარს, 11:00 საათზე, საია პენსიონერთა უფლებების დარღვევის პრაქტიკას შეაფასებს და რეაგირებისთვის შესაბამის ორგანოებს მიმართავს.

მის: ჯანსუღ კახიძის #15

საკონტაქტო: 577 07 05 00

22 იანვარს, 11:00 საათზე, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ „შეკრებებისა და მანიფესტაციების მონიტორინგის შემაჯამებელი ანგარიშის" პრეზენტაციას გამართავს, ანგარიში მიმოიხილავს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ მთავარ პრობლემებს, მიგნებებსა და რეკომენდაციებს.

მის: აკაკი გახოკიძის 11ა, 0 სართული.(თბილისის „ადამიანის უფლებათა სახლის“ საკონფერენციო დარბაზი).

საკონტაქტო: თამარ თორდინავა - 599 877 810

22 იანვარს, 12:00 საათზე, სასტუმრო სასტუმრო „ვინდჰემ გრანდში“, საკონსტიტუციო სამართალწარმოების სწავლების პირველი ფორუმიგაიმართება.

საკონტაქტო: თამარ მჟავანაძე - 591 818 171

22 იანვარს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის.: ინგოროყვას # 7

22 იანვარს, 16:00 საათზე, რესპუბლიკურ საავადმყოფოში, თანამშრომლებთან შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები კლინიკის თანამშრომლებს საავადმყოფოსთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებსა და კომპენსაციების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან.

22 იანვარს, 17:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკაში გამოფენა „კიევი ომში“ გაიხსნება.

თემა: ფოტოგამოფენა მოგვითხრობს უკრაინის დედაქალაქის გმირულ თავდაცვაზე 2022 წლის თებერვალ-მარტში, შემზარავი საჰაერო თავდასხმების შედეგებზე და მამაცი კიეველების ცხოვრებაზე სრულმასშტაბიანი ომის პირობებში.

საკონტაქტო: ნინო წითლანაძე - 593 75 03 49; ვიკტორია ქავჟარაძე - 577 22 83 70

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია