ვოლოდიმირ ზელენსკი - მე არ მოვაწერ ხელს რუსეთთან ისეთ შეთანხმებას, რომელიც  ყირიმისა და დონბასის დაკარგვას ითვალისწინებს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მთელი უკრაინის ოკუპაციას ცდილობს და არასოდეს სურდა მშვიდობა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„მას უკრაინასთან არანაირი მშვიდობა არ სურს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

გარდა ამისა, მისი თქმით, არ განიხილავს ისეთი სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას, რომლის მიხედვითაც დონბასის და ყირიმის დროებით ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ფედერაციას გადაეცემა.

„თუ ჩვენ გვინდა შევაჩეროთ პუტინი, თუ მსოფლიოს არ სურს, რომ ეს განმეორდეს, იმისთვის, რომ ეს აგრესია რამდენიმე წელიწადში არ განმეორდეს, მაშინ ჯობია ახლავე გავუმკლავდეთ მას“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ევროპაში მშვიდობა მხოლოდ მას შემდეგაა შესაძლებელი, როცა ყველა გაიგებს, რომ უკრაინა მართლაც დამოუკიდებელია.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ დამოუკიდებლობის დასაბრუნებლად უმჯობესი, უდავოდ, პოლიტიკური გზის გამონახვაა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს