ბათუმის ორ სავაჭრო ცენტრში, საიდანაც მოქალაქეების ევაკუაცია მოხდა, სამართალდამცავებმა მუშაობა დაასრულეს - ორში შესაბამისი მოქმედებები გრძელდება

ბათუმში ოთხი სავაჭრო ცენტრიდან ორში სამართალდამცავებმა მუშაობა უკვე დაასრულეს. “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრებში ნაღმის არსებობასთან დაკავშირებით შეტყობინება, ცრუ აღმოჩნდა.

მოქალაქეების თქმით, სამართალდამცავები კიდევ ორ მოლში ამ დრომდე აგრძელებენ შესაბამის სამუშაოებს.

ცნობისთვის, ბათუმში, სავაჭრო ცენტრებიდან - "გრანდ მოლი”, “ მეტრო სითი”, "ბათუმი მოლი” და "პლაზა" ევაკუაცია განხორციელდა

როგორც “ინტერპრესნიუსს” “გრანდ მოლის” ერთ-ერთი მაღაზიის თანამშრომელმა განუცხადა, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრმლებმა დროულად შენობის დატოვება სთხოვეს, თუმცა მიზეზი არ დაუსახელებიათ.

ერთ-ერთი ვერსიით, სავაჭრო ცენტრებიდან ევაკუაცია ნაღმის არსებობის შესახებ შეტყობინებას უკავშირდება.

მომხდარზე შსს-ს ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ