ფლორიდის შტატის გუბერნატორი საპრეზიდენტო რბოლას გამოეთიშა

აშშ-ის ფლორიდის შტატის გუბერნატორი, რონ დესანტისი აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო რბოლას გამოეთიშა და მხარდაჭერა ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს გამოუცხადა.

„თუ რაიმე შემეძლო გამეკეთებინა ხელსაყრელი შედეგის მისაღწევად, გავაკეთებდი, მაგრამ არ შემიძლია ვთხოვო ჩვენს მხარდამჭერებს, დახარჯონ დრო და შემოწირონ რესურსები, თუ არ გვექნება მკაფიო გზა გამარჯვებისაკენ. შესაბამისად, მე დღეს ვწყვეტ ჩემს კამპანიას“, - განაცხადა დესანტისმა.

ამასთან, მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ყოფილ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან უთანხმოება აქვს, არჩევნებში მხარს მას დაუჭერს.

"პირობა დავდე, რომ მხარს დავუჭერდი „რესპუბლიკელ“ კანდიდატს და ამ პირობას შევასრულებ“, - აღნიშნა დესანტისმა.

ითვლებოდა, რომ აშშ-ის ფლორიდის შტატის გუბერნატორს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „რესპუბლიკელების“ კანდიდატობისა და ჯო ბაიდენთან დაპირისპირების მნიშვნელოვანი შანსი ჰქონდა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს