ანა დოლიძე მევახშეებისგან დაზარალებულებს შეხვდა

პარტია „ხალხისთვის“ თავმჯდომარე, ანა დოლიძე პარტიის წევრებთან ერთად მევახშეებისგან დაზარალებულებს შეხვდა.

როგორც დოლიძემ აღნიშნა, „უსამართლო ხელშეკრულებებია და სესხების პრობლემა ძალიან ბევრ ადამიანს აყენებს რთულ მდგომარეობაში და სახელმწიფომ გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგას.

„უსამართლო ხელშეკრულებების, სესხების პრობლემა ძალიან ბევრ ადამიანს აყენებს რთულ მდგომარეობაში მტაცებლების წინაშე. უამრავი ადამიანი არ იცნობს კანონმდებლობას და კანონმდებლობა შესაბამისად არ იცავს ჩვეულებრივ მოქალაქეებს. ბევრი ადამიანი დაზარალდა და კვლავაც ზარალდება სესხების ხელშეკრულებებისგან. ეს არის ძალიან სერიოზული სისტემური პრობლემა და ხელისუფლების ინტერესში უნდა იყოს, რომ არ შეიქმნას მეტი უსახლკარო ოჯახი, მეტი ადამიანი არ დარჩეს გარეთ, ბავშვები არ გაიზარდონ ქუჩაში, ამისთვის კი სახელმწიფომ გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგას. ჩვენ გავაგრძელებთ ამ საკითხზე მუშაობას პრობლემის აღმოფხვრის მიზნით და მხარს დავუჭერთ მევახშეებისგან დაზარალებულებს“, - აცხადებს ანა დოლიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება