ირაკლი ეძგვერაძე - თბილისის მერიაში ფინანსური პოლიციის შესვლა არის მოჩვენებითი და ფარსია

თბილისის მერიაში ფინანსური პოლიციის შესვლა არის მოჩვენებითი და ფარსია. ნებისმიერ პროექტში, რომელიც თბილისის მერიის მიერ იყო განხორციელებული - დიდი თუ პატარა, კორუფციის ნიშნები იყო, მაგრამ არასდროს არავინ არ დასჯილა,- ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ეძგვერაძემ განაცხადა.

მისივე განცხადებით, „რუსული მმართველობა პირდაპირაა დაკავშირებული კორუფციასთან“.

„ჩვენ ყველამ ვნახეთ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ის არსად არ წასულა. მან დააანონსა ვითომ და კორუფციასთან ბრძოლა. გავიდა რამდენიმე დღე და თბილისის მერიაში შევიდა კონკრეტული საგამოძიებო უწყება მოჩვენებითად, ეს ყველაფერი არის ფარსი. ნებისმიერ პროექტში, რომელიც თბილისის მერიის მიერ იყო განხორციელებული - დიდი თუ პატარა, კორუფციის ნიშნები იყო, მაგრამ არასდროს არავინ არ დასჯილა და რუსული მმართველობა პირდაპირაა დაკავშირებული კორუფციასთან. ყველაფერს ამას 2024 წელს არჩევნებზე ქართველი ხალხი გასცემს საკადრის პასუხს და რუსულ რეჟიმს აუცილებლად დაასრულებს“, - განაცხადა ირაკლი ეძგვერაძემ, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობის“ პიარსამსახური ავრცელებს.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა