კახა კალაძე - ბიძინა ივანიშვილის როლი ქართულ პოლიტიკაში გაცილებით დიდია, ვიდრე პარტიული ინტერესებია

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იბრძვიან, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში როგორმე 5%-იანი ბარიერი გადალახონ, ქვეყნის განვითარების რეალური გეგმა კი მხოლოდ მმართველ პოლიტიკურ გუნდს გააჩნია.

დედაქალაქის მერი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში იმიტომ დაბრუნდა, რომ მმართველი პარტია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს აგებს.

„ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია ამ თემაზე და კარგად ვიცით, რა ხდება, რა მდგომარეობაა ქართულ პოლიტიკაში - რომელ პოლიტიკოსს და პოლიტიკურ პარტიას რა მხარდაჭერა აქვს. ოპოზიციის ძალიან დიდი ნაწილი დღეს იბრძვის იმაზე, რომ როგორმე 5%-იანი ბარიერის გადალახვა შეძლოს. რეალურად, ჩვენ ვართ ის გუნდი, ვისაც შესწევს ძალა, გაატაროს ქართული პოლიტიკა, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესები; დაიცვას ჩვენი ქვეყანა; შეინარჩუნოს მშვიდობა და მოხდეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. ბიძინა ივანიშვილის როლი ქართულ პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანია და აქ მხოლოდ პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე არ ვსაუბრობ. კიდევ უფრო მაღლა დავაყენებდი მის როლს - ჩვენი ქვეყნისთვის, სამშობლოსთვის და ხვალინდელი დღისთვის ამ ადამიანის როლი განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე - რა პოტენციალი აქვთ ოპოზიციურ პარტიებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, კახა კალაძე პასუხობს, რომ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ უალტერნატივოა.

„ქართულ ოცნებას“ დღეს აქვს იმხელა მხარდაჭერა საზოგადოებაში, როგორიც 2012 წლის შემდეგ არ ჰქონია. ოპოზიცია იბრძვის, რომ როგორმე მოახერხოს საარჩევნო ბარიერის გადალახვა. ესაა რეალობა და მოცემულობა, რაც დღეს ქართულ პოლიტიკაში გვაქვს. „ქართულ ოცნებას“ აქვს უდიდესი შესაძლებლობა, რომ 2024 წლის არჩევნებში გაიმარჯვოს და მომავალ პარლამენტში კონსტიტუციური უმრავლესობა მოიპოვოს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე