კახა კალაძე წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის საკითხით საგამოძიებო უწყებების შესაძლო დაინტერესებაზე - თუ ვინმე დაინტერესდება, პასუხს გავცემთ, დასამალი არაფერია - ძალიან დიდი ტყუილია, რომ მერიაში სუს-ი და ფინანსური პოლიცია იყო მოსული

წერეთლის გამზირზე სამუშაოები ძალიან აქტიურად მიმდინარეობს დღე და ღამის განმავლობაში, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, იანვრის ბოლოს მოძრაობა ორმხრივად აღდგება.

„წერეთლის გამზირზე სამუშაოები ძალიან აქტიურად მიმდინარეობს დღე და ღამის განმავლობაში. ქვედა ფენებში ასფალტი უკვე დაგებულია, არის ტროტუარების მოწესრიგება, საკომუნიკაციო ჭის თაღების წამოწევა და ნიშნულზე მოყვანა. ამის შემდეგ მოხდება ასფალტის დაგება. როგორც მოსახლეობას დავპირდით, იანვრის ბოლოს მოძრაობა ორმხრივად იქნება აღდგენილი”, - აღნიშნა კალაძემ.

კითხვაზე, გამორიცხავს, თუ არა, რომ საგამოძიებო უწყებები წერეთლის გამზირის პროექტით დაინტერესდნენ, კალაძე პასუხობს:

“თუ ვინმე დაინტერესდება, პასუხს გავცემთ, დასამალი არაფერია. ყველაფერი საჯაროა, ნებისმიერს შეუძლია ინფორმაცია მიიღოს. პრობლემები და დასამალი არაფერია”, - აღნიშნა კალაძემ.

მისივე თქმით, “ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს დედაქალაქის მერიაში შესული იყო სუს-ი და ფინანსური პოლიცია“.

როგორც მან განმარტა „ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და არასწორი ინფორმაცია“.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე