ბექა ლილუაშვილი - ირაკლი კობახიძემ ერთ წინადადებაში ორი ერთმანეთთან შეუთავსებელი რამ თქვა - თუ ოპოზიცია არ არსებობს, არჩევნებს ისედაც დამაჯერებლად იგებ, ასეთ შემთხვევაში ან ივანიშვილი რაში გჭირდება ან ნებისმიერი სხვა

ირაკლი კობახიძემ ერთ წინადადებაში ორი ერთმანეთთან შეუთავსებელი რამ თქვა - თუ ოპოზიცია არ არსებობს, არჩევნებს ისედაც დამაჯერებლად იგებ და ასეთ შემთხვევაში ან ბიძინა ივანიშვილი რაში გჭირდება ან ნებისმიერი სხვა, - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატი ბექა ლილუაშვილი.

ლილუაშვილის შეფასებით, კობახიძის განცხადებები რეფლექსიაა იმ შიდა კონკურენციასა და დაბნეულობაზე, რაც ახლა "ქართულ ოცნებაშია" და რაც ზედაპირზე ჩანს.

ირაკლი კობახიძემ ჯერ თქვა, რომ ამ ქვეყანაში ოპოზიცია არ არსებობს, ხოლო შემდეგ თქვა, რომ როცა პოლიტიკაში ივანიშვილი შემოდის, "ქართული ოცნების" გამარჯვება ყოველთვის დამაჯერებელია. ეს ხომ აბსურდია, ერთმანეთს არ ებმის, რადგან თუ ოპოზიცია არ არსებობს, არჩევნებს ისედაც დამაჯერებლად იგებ და ასეთ შემთხვევაში ან ივანიშვილი რაში გჭირდება ან ნებისმიერი სხვა...

ყველა კვლევის თანახმად, "ნაციონალური მოძრაობა" ისტორიულ მინიმუმზეა, მარტივ მამრავლებად იშლება, ამიტომ "ნაციონალურ მოძრაობას" ბიძინა ივანიშვილისთვის საფრთხობელას როლში ძალა აღარ ექნება - მას ეს კარტი ნაცარში ჩაუვარდა. "ქართულ ოცნებასაც" მხარდაჭერის ისტორიული მინიმუმი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური მხარდაჭერის კრიზისია.

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებამ პარტაქტივის ნაწილში შესაძლოა პოზიტივი შეიტანა, მაგრამ მხარდაჭერის კუთხით მის შემობრუნებას ის ეფექტი აღარ ექნება - ეს შეუძლებელია!" - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს