საქართველოს ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანია Transavia შემოდის

20 აპრილიდან თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას ნიდერლანდების სამეფოს დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Transavia დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, ავიაკომპანია ამსტერდამი-თბილისი-ამსტერდამის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ ფრენებს კვირაში 2 სიხშირით (ოთხშაბათსა და შაბათს) განახორციელებს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, 2023 წელს ავიაკომპანიასთან დაწყებული აქტიური მოლაპარაკებების პროცესი წარმატებით დასრულდა.

„მოხარულები ვართ, რომ ზაფხულის სანავიგაციო სეზონს მორიგი სასიამოვნო სიახლით ვიწყებთ და საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია შემოდის. ჩვენ უკვე ვხედავთ ევროკავშირის კანდიდატი სტატუსის პირველ შედეგებს. Austrian Airlines-იs შემდეგ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას აპრილიდან Transavia დაიწყებს. ავიაკომპანიის მენეჯმენტთან აქტიური მოლაპარაკებები საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ საავიაციო ფორუმ „Routes EUROPE“-ისა და „Routes World“-ის ფარგლებში ვაწარმოებთ, რომელიც წარმატებით დასრულდა. ბილეთები ამსტერდამი-თბილისის მიმართულებით უკვე გაყიდვაშია და მგზავრებს ავიაკომპანიის საიტზე შეძენა შეუძლიათ“,- განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Transavia ნიდერლანდების სამეფოს დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომელიც ბაზარზე 1966 წლიდან ოპერირებს. ავიაკომპანია Air France KLM ჯგუფის შვილობილი კომპანიაა და ამ ეტაპზე ფლოტში ბოინგის ტიპის საჰაერო ხომალდები ჰყავს.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი