ჯაბა სამუშიამ არაბთა გაერთიანებული საამიროების დელეგაციასთან სამუშაო შეხვედრა გამართა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ არაბთა გაერთიანებული საამიროების კაბინეტის საქმეთა მინისტრის მოადგილესთან კონკურენტუნარიანობისა და ცოდნის გაცვლის საკითხებში, მის აღმატებულება აბდულლა ლუთასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრას არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება აჰმედ ალნუაიმი, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრის კაბინეტის წარმომადგენელი მანალ ბინ სალემი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილეები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თსუ-ში განმარტავენ, რომ შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები. სამომავლო თანამშრომლობის მიზნით დაიგეგმა სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც უმაღლესი განათლების მიმართულებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების უმაღლეს სასწავლებლებს შორის უთიერთთანამშრომლობის საკითხებზე იმუშავებს. ჯგუფის მუშაობაში ჩაერთვებიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, არაბთა გაერთიანებული საამიროების კაბინეტის საქმეთა სამინისტროს, საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების საელჩოს, ასევე საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ დელეგაციის წარმომადგენლებს უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების, გაცვლითი პროგრამების, საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ გააცნო ინფორმაცია. მისი თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან, მათ შორის, არაბულ სამყაროსთან.

„არაბული კულტურისა და ცივილიზაციის სწავლების მხრივ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთ-ერთი წამყვანია. ჩვენი ურთიერთობები ისტორიულია და ძალიან ვუფრთხილდებით. იმედია, უმაღლესი განათლების მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელებით ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება“, - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

არაბთა გაერთიანებული საამიროების კაბინეტის საქმეთა მინისტრის მოადგილემ აბდულლა ლუთამ უმაღლესი განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

„გვსურს, დავუკავშირდეთ მსოფლიოს სხვა ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებს, ვისწავლოთ მათგან და ასევე გავუზიაროთ საკუთარი გამოცდილება. ჩვენ გვჭირდება თანამშრომლობა თქვენთან, გამოცდილი მკვლევრების და მეცნიერების გაცვლით თეორიული ცოდნის პრაქტიკულ სწავლებასთან გაერთიანება“,-აღნიშნა აბდულლა ლუთამ.

თსუ-ს ცნობით, შეხვედრაზე დაიგეგმა ერთობლივი ვორქშოფები, ტრენინგები, ლექციები, ასევე, ახალგაზრდული ფორუმის ორგანიზება, რომელსაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს