რომან გოცირიძე - აშკარად ჩანს, რომ წინასწარ არის შეთანხმებული და დეკლარაციები არის მაქსიმალურად გასუფთავებული - გამოდის, ეს არის წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნების“ ლიდერების განბანვა

აშკარად ჩანს, რომ წინასწარ არის შეთანხმებული და დეკლარაციები არის მაქსიმალურად გასუფთავებული - გამოდის, ეს არის წინასაარჩევნოდ, "ქართული ოცნების" ლიდერების განბანვა, - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც "ქართული ოცნების" ლიდერების ქონებრივი დეკლარაციის შემოწმებასთან დაკავშირებით ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება შეაფასა.

როგორც გოცირიძე აღნიშნავს, "ქართული ოცნების" ლიდერების "შემოწმება" ეჭვებს ბადებს.

"ქონებრივი დეკლარაციის შემოწმება როგორც ცნობილია, ხდება შემთხვევითობის პრინციპით. ასე იყო წესი, თუ ახლა არ შეცვალეს რამე. არავინ იცის თუ ვისი დეკლარაცია უნდა შემოწმდეს. აქ პირდაპირ დალაგდა "ქართული ოცნების" მთელი უფროსობა, პრემიერ-მინისტრით დაწყებული, დამთავრებული მურუსიძით. ანუ, ყველა იმ ადამიანის "შემოწმება" იწყება, რომელთა მიმართაც არის სერიოზული ეჭვები. თუ წინასწარ გააფრთხილე, დეკლარაციას ლამაზად დაუწერ და შემდეგ წინასაარჩევნოდ გამოაცხადებ, რომ "აი, ხომ ხედავთ" მთელი "ქართული ოცნება" შევამოწმეთ და ვერანაირი ხარვეზი ვიპოვეთ, ან ტექნიკური ხარვეზები გამოვავლინეთ, რომელიც არსებითად არაფერს ცვლის", ეს პირიქით, გამოდის წინასაარჩევნოდ, განბანვა "ქართული ოცნების" ლიდერების. ამიტომ ეჭვს იწვევს. როგორი კომისიაც არ უნდა შექმნა, თავად ის გვარები და სახელები, რომელიც ამ ფორმით შეირჩა, მათი შემოწმება ეჭვებს ბადებს. აშკარად ჩანს, რომ წინასწარ არის შეთანხმებული და დეკლარაციები არის მაქსიმალურად გასუფთავებული“, - განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, ანტიკორუფციულმა ბიურომ 300 თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმების გადაწყვეტილება მიიღო. მათივე ცნობით, ბიურო, მათ შორის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის, მინისტრთა კაბინეტის წევრების, მათი მოადგილეებისა და პარლამენტის დეპუტატების, ასევე, თბილისის მერის, კახა კალაძის ქონებრივი დეკლარაციებითაც დაინტერესდება.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი