ჯანდაცვის მინისტრი - ანტიკორუფციულმა ბიურომ გადაწყვიტა კი არა, მაგის ფუნქციაა, რომ შერჩევით თანამდებობის პირების დეკლარაციები შეისწავლოს - უფრო მობილიზებული და ყურადღებით შევავსებ

ანტიკორუფციულმა ბიურომ გადაწყვიტა კი არა, მაგის ფუნქციაა, რომ შერჩევით თანამდებობის პირების დეკლარაციები შეისწავლოს - უფრო მობილიზებული და ყურადღებით შევავსებ, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომელიც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ანტიკორუფციული ბიურო 300 თანამდებობის პირის ქონებრივ დეკლარაციას შეისწავლის.

როგორც აზარაშვილმა შესაბამისი კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ანტიკორუფციული ბიუროს აღნიშნულ გადაწყვეტილებაში ახალი არაფერია, რადგან პირადად მისი დეკლარაცია აქამდეც არაერთხელ შემოწმებულა.

„ანტიკორუფციულმა ბიურომ გადაწყვიტა კი არა, მაგის ფუნქციაა, რომ შერჩევით თანამდებობის პირების დეკლარაციები შეისწავლოს. ეს არ არის ჩვენთვის სიახლე, ყოველ წელს ხდება ჩვენი დეკლარაციების შესწავლა, წინა წელსაც მოხდა, იმის წინა წელსაც, ჩემი დეკლარაციის, მაგალითად და არაფერი განსაკუთრებული ამ მიმართულებით არ ხდება. ცოტა ვერ ვხვდები, ჩემი დეკლარაცია ჯერ არ შემივსია და წინა წელს რომ შევავსე, ის უკვე შეისწავლა, ახლა რომ შევავსებ, მერე შეისწავლის? უფრო მობილიზებული და ყურადღებით შევავსებ“,- განაცხადა აზარაშვილმა.

ცნობისთვის, ანტიკორუფციულმა ბიურომ 300 თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმების გადაწყვეტილება მიიღო. მათივე ცნობით, ბიურო, მათ შორის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის, მინისტრთა კაბინეტის წევრების, მათი მოადგილეებისა და პარლამენტის დეპუტატების, ასევე, თბილისის მერის, კახა კალაძის ქონებრივი დეკლარაციებითაც დაინტერესდება.

გია ხუხაშვილი - ძალადობრივი მოქმედების ტრენდს  ხელისუფლება ამკვიდრებს, საზოგადოება ცდილობს ამისგან თავი დაიცვას და შემდეგ ამას ისევ ხელისუფალი უწოდებს ძალადობას, ასეთია ჩვენში დამკვიდრებული ძალადობის ანატომია
ქართული პრესის მიმოხილვა 29.06.2026
სიახლე PSP-ში - ინტენსიური ჰიდრატაციის ახალი სტანდარტი Rexaline-ისგან
Air Astana ყაზახეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის 15 წელს აღნიშნავს
ნებისმიერი მიმართულებით ტრანსპორტის ბილეთის შეძენა უკვე ერთ სივრცეში - TKT.GE-ზეა შესაძლებელი
ტოიოტა ცენტრი თეგეტა Ichiban Award-ის მფლობელი ზედიზედ მეორედ გახდა