რელიგიის სააგენტომ ზარზმის მონასტერს ჰუმანიტარული ტვირთი გადასცა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, სააგენტომ საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიის ზარზმის მონასტერს საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „ფრიდენს ბოტეს“ ჰუმანიტარული ტვირთი, 15 ფუთა ტანსაცმელი და 25 ყუთი ტკბილეულობა გადასცა.

როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიის ზარზმის მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ნიკოლოზმა (გეწაძე) მადლობა გადაუხადა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს, ზაზა ვაშაყმაძეს გაწეული დახმარებისთვის.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს