ჯანდაცვის მინისტრი - sunshine Act ამერიკაში ათეულობით წლის წინ დაიწყო, გვინდა, ეს პრაქტიკა საქართველოშიც შემოვიტანოთ და ყველაფერი იყოს გამჭვირვალე, როგორც ფარმაცევტული კომპანიების, ასევე ექიმების მხრიდან

sunshine Act ამერიკაში ათეულობით წლის წინ დაიწყო, გვინდა, ეს პრაქტიკა საქართველოშიც შემოვიტანოთ და ყველაფერი იყოს გამჭვირვალე, როგორც ფარმაცევტული კომპანიების, ასევე ექიმების მხრიდან,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, აპირებს თუ არა მთავრობა ექიმები დაავალდებულონ, ფარმაცევტული კომპანიებისგან მიღებული სარგებელი გაასაჯაროონ.

მისივე თქმით, მისი სურვილია, რომ ეს პრაქტიკა 2024 წელს დაინერგოს.

„თქვენ გულისხმობთ sunshine Act-ს, რომელიც ათეულობით წლის წინ დაიწყო ჯერ კიდევ ამერიკაში, რადგან ფარმაცევტული მიმართულება საკმაოდ რთული მიმართულებაა და მონიტორინგი მათ შორის. აქედან გამომდინარე ჯერ კიდევ რამდენიმე ათეული წლის წინ დანერგეს ამერიკაში, შემდეგ ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში. ამ პრაქტიკის საფუძველზე ჩვენ გვინდა, რომ ეს პრაქტიკა საქართველოშიც შემოვიტანოთ და ყველაფერი ამ ბიზნესთან დაკავშირებული იყოს გამჭვირვალე, როგორც ფარმაცევტული კომპანიების, ასევე ექიმების მხრიდან, ეს ემსახურება ნდობასაც, რასაც ვცდილობთ, რომ პაციენტს და ექიმს შორის არსებობდეს ჩვენს ქვეყანაში. ეს პროექტი მინდოდა ონკოლოგიურ მედიკამენტების პირდაპირ შესყიდვასთან ერთად დაგვეწყო, რადგან სამწუხაროდ, ბევრი კითხვებია ონკოლოგიური მედიკამენტების დანიშვნასა და მკურნალობასთან დაკავშირებითაც. სამწუხაროდ, რადგან მკურნალობის ძალიან ძველი გაიდლაინები გვქონდა ან საერთოდ არ გვქონდა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის, პირდაპირ საერთაშორისო გაიდლაინებს გვინდა მიებას, რომ არ იყოს კითხვა რატომ დანიშნა და რომელი მედიკამენტი ექიმმა, ბევრი დანიშნა, თუ ცოტა დანიშნა. ამით ექიმებსაც რეპუტაციულად ვეხმარებით, რომ მეტი ნდობა იყოს პაციენტების მხრიდან და სახელმწიფოს მხრიდან იყოს მეტი კონტროლი, რათა დანაკარგები, „ქეშბექები“ ნაკლებად იყოს, ან საერთოდ არ იყოს,”- განაცხადა მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
„იმპექსი“ 27 წლისაა - ბრენდი დაბადების დღის კვირეულს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობით, რეგიონში უნიკალური ტექნოლოგია დაინერგა
სილქნეტის მხარდაჭერით წინანდლის მამულმა  ფესტივალ „ვარდობისთვეს“ უმასპინძლა