ჯოზეფ ბორელი - ისრაელის განცხადება, რომ კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტა არ სურს, მიუღებელია

ისრაელის მთავრობის წინააღმდეგობა კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებულ გადაწყვეტასთან დაკავშირებით მიუღებელია, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

„მიუღებელია [ისრაელის] განცხადება, რომ არ მსურს ასეთი გადაწყვეტა“, განუცხადა ჯოზეფ ბორელმა ჟურნალისტებს ბრიუსელში, სადაც ევროკავშირისა და ახლო აღმოსავლეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს და დასძინა, რომ მთელი საერთაშორისო საზოგადოება ორი სახელმწიფოს პრინციპის უკან დგას.

„რა სხვა გადაწყვეტა აქვთ მათ მხედველობაში? რომ ყველა პალესტინელი წავიდეს? მათი ამოხოცვა?” - განაცხადა ბორელმა და დასძინა, რომ ევროკავშირის 27 წევრის საბოლოო მიზანი კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტაა.

მისი თქმით, „ჰამასი“ პრობლემის ნაწილია, მაგრამ ის, თუ როგორ ცდილობს ისრაელი მებრძოლი ჯგუფის განადგურებას, არასწორია და თესავს სიძულვილს, რომელიც თაობებს გადაეცემა.

შეგახსენებთ, ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს, რომელზედაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტს განიხილავენ. შეხვედრას ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ისრაელ კაცი და პალესტინის საგარეო საქმეთა მინისტრი, რიად ალ-მალიკიც ესწრებიან.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რაც უფრო უკეთეს ხელშეკრულებას დადებ რუსეთთან, მით უფრო დიდია შანსი, რომ რუსეთი გარკვეულ ეტაპზე დაარღვევს - ერთადერთი გარანტიაა, თუ მასში მონაწილეობას მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშეები მიიღებენ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.05.2026
PSP-ს მხარდაჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს