გია ცაგარეიშვილი - ჩვენს მიერ შექმნილი ბიურო გვამოწმებს ჩვენ და რამდენიმე ოპოზიციონერს - რა მერე, ამიხსენით რაშია აქ სენსაცია!

შავი პიარი და ფულით ნაყიდი ბინძური ლობიზმის შედეგია აგორებული კამპანია იმის თაობაზე, თითქოს უმრავლესობასა და ხელისუფლებაში ისეთი კორუმპირებულები არიან, რომ მათ ანტიკორუფციული ბიურო ამოწმებს - ჩვენს მიერ შექმნილი ბიურო გვამოწმებს ჩვენ და რამდენიმე ოპოზიციონერს - რა მერე... ამიხსენით რაშია აქ სენსაცია! - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან "ქართული ოცნების" დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა გააკეთა.

ცაგარეიშვილის აზრით, "ბედოვლათმა ოპოზიციამ" მსოფლიო ბანკის იმ კვლევის შედეგების გადაფარვა მოინდომა, რომლის მიხედვით, საქართველო მექრთამეობის შემთხვევების სიმცირით მსოფლიოში მე-13 ადგილზეა, ხოლო ევროპის მასშტაბით - ათეულში.

"ამ მიზნით შემოაგდეს თემა, რომ თითქოს ანტიკორუფციული ბიურო ხელისუფლების წარმომადგენლების სკანდალურ შემოწმებას ახორციელებს. აღნიშნული შემოწმების შესახებ ინფორმაცია ერთი კვირის წინ გავრცელდა, ამგვარი შემოწმების თაობაზე ყველამ კარგად იცოდა და რატომღაც დღეისთვის შემოინახეს.

ანტიკორუფციული ბიურო ამოწმებს როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს. შემოგდებული და ბრიყვულად გავრცელებული ინფორმაცია რომ ბრიყვულია, აქედანაც კარგად ჩანს.

ჩვენ ანტიკორუფციული ბიურო იმისთვის შევქმენით, რომ ამოწმოს ყველა და ყველაფერი განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა და ქონებრივი მდგომარეობისა - მოწმდება გიორგი ცაგარეიშვილიც, კახა ოქრიაშვილიც და კობა ნაყოფიაც. მერე რა, რომ ამოწმებენ?! ჩვენს მიერ შექმნილი ბიურო გვამოწმებს ჩვენ და რამდენიმე ოპოზიციონერს - რა მერე... ამიხსენით რაშია აქ სენსაცია!" - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა